გერმანიის კანცლერი აი უკვე მერამდენედ მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ სეპარატისტებზე გავლენა იქონიოს, რომ მათ თავი დაანებონ მალაიზიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიებისათვის ხელის შეშლას. ეს განცხადება მან მალაიზიის პრემიერ-მინისტრთან ნაჯიბ რაზაკთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
„რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სეპარატისტებზე იქონიოს გავლენა, რომლებიც როგორც ადრე, მიუღებელ ფორმაში კატასტროფის ადგილზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.