უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან შედის.
კანონის თანახმად, ნაწილობრივი მობილიზაცია კიევის ოლქების ტერიტორიაზე 45 დღის განმავლობაში მოხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მიიღო.