გასული ღამის განმავლობაში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილია 10. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ლუგანსკის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ასევე წუხელ, დაფიქსირებულია სასწრაფო დახმარების გამოძახების 145 შემთხვევა. საცხოვრებელი კვარტლებისათვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაზიანებულია 20 სახლი.