კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე დღეს 14:00 საათზე გეგუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებს.
ამ დროისთვის გეგუთის არქიტექტურული კომპლექსს ქუთაისის ღირშესანიშნავ ადგილებს შორის ყველაზე ნაკლები დამთვალიერებელი ჰყავს, მოშლილია ადმინისტრაციული ნაგებობა, არ ფუნქციონირებს ბილეთების სისტემა და სასახლის პრეზენტაციისთვის ტერიტორიაზე არ არის საინფორმაციო ნიშნულები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგუთის სასახლის აღდგენის პარალელურად გეგმავს გამოცხადოს საერთაშორისო კონკურსი ტერიტორიიის მენეჯმენტ გეგმის და ტურუსტურლი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. გეგუთში ამ დროისთვის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები და არქიტექტურის განათების სისტემები ხორციელდება. .