კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, ისთერნ ფრომოუშენის" მარკეტინგის დირექტორმა კახა კანდელაკმა დაიკავოს. თავად კანდელაკი ჟურნალისტებთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნიშნული შეთავაზება მიიღო.
"შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ უნდა გადავწყვიტო. თუ ჩემი გუნდი მეყოლება და ისეთი პირობები მექნება, რომ შეგვეძლება კარგი სიტუაცია გავაკეთოთ, შეიძლება დავთანხმდე", - აღნიშნა კანდელაკმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის პოსტს.