21 ივლისს კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი და გურამ ოდიშარია ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინების" გადამღებ ჯგუფს შეხვდნენ და ფილმის წარმატება მიულოცეს. „მანდარინებმა" 2013-2014 წლებში 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო. კულტურის სამინისტროს ინიციატივით რეჟისორი ზაზა ურუშაძე წარდგენილია „ღირსების ორდენზე".
ფილმი ესტონურ-ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.
სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელზე, რომელიც ომის დროს თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობა.
ჯილდოები:
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი 2013
1.პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის;
2.მაყურებლის პრიზი-საუკეთესო მხატვრული ფილმი;
მანჰეიმ-ჰეიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალი 2013
1. მანჰეიმ-ჰეიდელბერგის სპეციალური ჯილდო(დიდი ჯილდო);
2. მაყურებლის პრიზი-საუკეთესო მხატვრული ფილმი;
3. კინოთეატრების მფლობელთა პრიზი;
ფაჯირის საერთაშორისო კინოფესტივალი 2014
1.საუკეთესო ფილმი;
2. საუკეთესო სცენარი;
ბარის საერთაშორისო კინოფესტივალი 2014
საუკეთესო ფილმი;
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2013
1. საუკეთესო ესტონური ფილმი;
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2013
საუკეთესო ქართველი რეჟისორი;
ესტონეთის კინოკრიტიკოსტთა ჯილდო - წლის საუკეთესო ფილმი.
ესტონეთის სახელმწიფოს ჯილდო - ესტონეთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
ესტონეთის კულტურის სამინისტროს და კულტურ კაპიტალის ჯილდო - წლის საუკეთესო ფილმი.
ესტონეთის კულტურის სამინისტროს და კულტურკაპიტალის ჯილდო -წლის საუკეთესო როლისთვის (ლემბიტ ულფსაკი).