გასული დღეღამის განმავლობაში ლუგანსკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოევიკებმა 17 ჯერ დაცხრილვა განახორციელეს, რის შედეგადაც 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილია 20 სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ „ბოლო 24 საათის განმავლობაში 17 ჯერ დაცხრილეს, დაღუპულია 5 სამხედრო, დაჭრილია 20".