საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, ფრენების დაგეგმარებისას გაითვალისწინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები და გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები.
იმავდროულად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777"-ის მიერ უკრაინაში, დონეცკის ოლქში განცდილი ავიაკატასტროფის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
როგორც ცნობილია, "ევროკონტროლმა" სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის უკრაინის საჰაერო სივრცე დახურა, რაც უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები