ტერორისტები საერთაშორისო საზოგადოებას და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე არ უშვებენ და თავიანთი დანაშაულის დამადასტურებელ ფაქტებს სპობენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მინისტთა კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსეთის მიერ მართული ტერორისტები უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს არ აძლევენ საშუალებას დაიწყონ გამოძიება და უარს აცხადებენ დაუშვან საერთაშორისო საზოგადოება და უცხო ქვეყნის წარმომადგენლობები ვერტმფრენის ვარდნის ადგილზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთან უკრაინის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს, რომ :"ტერორისტები რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ გაანადგურონ საერთაშორისო დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები".
მინისტრთა კაბინეტის მონაცემებით, ტერორისტებმა ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა 38 ცხედარი დონეცკის მორგში გადაიტანეს, სადაც სპეციალისტები „აშკარად გამოკვეთილი რუსული აქცენტით აცხადებენ, რომ ისინი თავად ჩაატარებენ კვეთას.
ტერორისტები ასევე ეძებენ მსხვლიგაბარიტიან ტრანსპორტს იმისათის რათა თვითმფრინავის ნამსხვრევები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზრ გადაიტანონ.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაავალდებულოს რუსეთი გაიწვიოს თავისი ტერორისტები და მისცეს საშუალება უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებს ჩაატარონ ტრაგედიის ყოველმხრივი გამოძიება",_ ნათქვამია განცხადებაში,
საერთაშორისო დამნაშავეებს არავინ არაფერს აპატიებს, ისევე როგორც არ აპატიებენ არაფერს მათ ვინც მათ მხარს უჭერდა, წვრთნიდა, აფინანსებდა და იარაღს აწვდიდა, აღნიშნავენ მინისტრთა კაბინეტში.