აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთა და დიდი ბრიტანეთის პრემიერთან დევიდ კემერონთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საკითხი განიხილა, იმ შემთხვევისათვის თუ ის არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში სიტუაცის დეესკალაციისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეთანხმდნენ იმაზე რა რომ კვლავაც უნდ გაგრძელდეს მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის გზების ძიება მათ კვლავ დაადასტურეს თავისი განზრახვა იყონ მჭიდრო კონტაქტში . ისინი იხილავენ თუ რა დამატებითი ზომეში შეიძლება გახდეს საჭირო",_ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში ობამასა და მერკელის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი რა თქმა უნდა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ უარყოფს, რომ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით აქვთ წვდომა მძიმე შეიარაღებაზე",_ აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ობამასა და კემერონს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას იქ აღნიშნულია, რომ „მხარეებმა კვლავ განაცხადეს, რომ აუცილებელია მომავალში ზომების მიღება იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მომაცალშიც ვერ შეძლებს ზომების მიღებას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციისათვის",_ ნათქვამია განცხადებაში.