მოსკოვის მცხოვრებლებს მალაიზიისა და ნიდერლანდების საელჩოებთან ყვავილები მიაქვთ. იქვეა პლაკატები წარწერებით: „გვაპატიეთ", საბავშვო სათამაშოები და ბევრი სანთელი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოჟდი" ავრცელებს.
„მიმაჩნია, რომ ეს მრავალწილად ჩვენი ბრალია - ჩვენი ქვეყნის ბრალია. ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გამოვხატოთ სულ მცირე თანაგრძნობა და სამძიმარი",_ აცხადებს მოსკოვის ერთი-ერთი მცხოვრები.
გარდა რუსულენოვანი წარწერებისა მობოდიშების შინაარსით, იქვეა წარწერები ინგლისურ ენაზე: „We are very very very very very sorry! What a terrible shame!".
„მიმაჩნია, რომ ჩვენ პატიება უნდა ვითხოვოთ. ჩვენ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა იმაზე რაც მოხდა. ამიტომაც მოვედი აქ. გვაპატიეთ თუ შეიძლება",_ აცხადებს კიდევ ერთი მოსკოველი.