" შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმის ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (სარეწი საქმიანობის დროს სეინერ „POTACHOK"-ის ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა) დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ვასილ პ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმეს.