ევროსაბჭოს ხელმძღვანელობამ აღმოსავლეთ უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდება ტერაქტად შეაფასა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ევროსაბჭო გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ მოხდეს მომხდარის გამოძიება და გაირკვეს ყველა დეტალი. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შეძრული ვიყავი აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ტრაგედიით. ვგმობ ამ საზარელ ტერორისტულ აქტს, რომელიც არის ბოლო შეხსენება იმისა, რომ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში უნდა დასრულდეს",- განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა: „მე სსრულიად ვეთანხმები გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს,, რომ ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული დაუყავნებლივ ამ ფაქტის საერთაშორისო გამოძიების საქმეში".