ლუგანსკში გასული დღეღამის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 16 და დაჭრილია 66 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 36 საცხოვრებელი სახლი და შენობა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდაცვლილთა შორის 3 ქალი და 13 მამაკაცია.
მდგომარეობა ლუგანსკში დღემდე უკიდურესად დაძაბული რჩება.
„ქალაქის გამუდმებული დაცხრილვის შედეგად დღეღამეში დაღუპულია 16 ლუგანსკელი, მათ შორის სამი ქალია. დაჭრილია 66 მოქალაქე. გასული დღეღამის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახება 156 ჯერ მოხდა",- იუწყება ქალაქის ანტიკრიზისული ცენტრი.