მსოფლიო თანამეგობრობა ხდება იმის მოწმე, რომ კრისიზული ვითარება უკრაინაში სერიოზულად გაურესდა, შეიარაღებული ბოევიკების მოქმედებების გამო და მის საზღვებს სცდება. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტუკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა.
"ჩვენ უკრაინაში ვხედავთ კრიზისს, რომელიც კიდევ უფრო მძაფრდება და სცილდება მის საზღვრებს. ვწუხვართ, რომ იმედი, რომელიც გაჩნდა პრეზიდენტ პორიშენკის მიერ სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, თანდათანობით ქრება", - განაცხადა ფელტმანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაერომ მიიღო ინფორმაცია ჩამოგდებული ბოინგის შესახებ, რომლის თაობაზეც კომპეტენტური ორგანოები აცხადებენ - თვითმფრინავი ბოევიკებმა ჩამოაგდეს.