„მალაიზიის ავიახაზებმა" უკრაინაში ჩამოგდებული ბოინგის კიდევ 16 მგზავრის ვინაობა დააზუსტა.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის -189 ჰოლანდიელი, 44 - მალაიზიელი, 27 ავსტრიელი, 12 ინდონეზიელი, 9 ბრიტანელი, 4 ბელგიელი, 4 გერმანელი, 3 ფილიპინელი ერთი კანადელი და ერთი ახალზელანდიელია.
ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის 4 მგზავრის ვინაობა.
სულ თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა.