დონბასელი ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერი იგორ გირკინი (ზედმეტსახელად „სტრელოკი) აცხადებს, რომ „ბოინგ-777"-ის მგზავრთა უმრავლესობა მის ჩამოგდებამდე დიდი ხნით ადრე უკვე გარდაცვლილი იყო. გირკინთან ინტერვიუს სეპარატისტების მხარდამჭერი მედიაპორტალი „რუსკაია ვესნა" ავრცელებს.
„იმ ადამიანების მონაცემებით, რომლებიც ცხედრებს აგროვებდდნენ, ცხედრების უმრავლესობა ასე ვთქვათ ახალი არ არის - ეს ადამიანები 24 საათის წინ არიან გარდაცვლილნი. ამ ინფორმაციის სინამდვილეზე მართალია თავს ვერ დავდებ, ამისათვის ექსპერტების დასკვნაა საჭირო",- აცხადებს ტერორისტი.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომ მისი ვერსია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს გირკინი აგრძელებს: „პირველი არის ის, რომ ჩამოვარდნამდე ყველა როდი იყო გარდაცვლილი. მეორე არის ის, რომ ვერტმფრენში აღმოჩენილია ბევრი წამალი, სისხლი რაც არ არსი დამახასიათებელი ჩვეულებრივი ლაინერისათვის, ალბათ ეს სამედიცინო სპეც-ტვირთი იყო და მესამე - ამას არაფერს ვამტკიცებ, ჯერ. უბრალოდ ახლა ვესაუბრე ორ ადამიანს, რომლებიც უშუალოდ აგროვებდდნენ ცხედრებს და მათი სიტყვებიდან გამომდინარე გესაუბრებით. ისინი აცხადებდდნენ, რომ მრავალი გვამი საერთოდ უსისხლო იყო. ასევე აღნიშნავენ უძლიერეს გვამურ სუნს. ამას ადგილობრივი მცხოვრებლებიც დაადასტურებენ, რომ ასეთი სუნი კატასტროფიდან ნახევარ საათში ვერ დადგებოდა. თან არც ისე ცხელოდა გუშინ",_ აცხადებს ბოევიკი და აღნიშნავს: „პილოტები რა თქმა უნდა ცოცხლები იყვნენ და მთელი კაბინა მათი სისხლითაა მორწყული".
მასალის გამოყენების პირობები