„მალაიზიის ავიახაზების" ბოინგი ჩამოგდებულია რაკეტით, რომელიც ბოევიკებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაუშვეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დაზვევრვის წინასწარ მონაცემებში, იტყობინება CNN.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ბოინგის ჩამოვარდნის ადგილას ანადგურებენ მტკიცებულებებს.
ანალიტიკური ცენტრის სპიკერი ანდრეი ლისენკო აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას ბოევიკების მეთვალყურეობით მუშაობენ და ყველა მტკიცებულებას, რომელიც ადგილიდან ამოაქვთ ბოევიკები ანადგურებენ.
მისივე თქმით ტერორისტები ცდილობენ შავი ყუთები და გარდაცვლილთა ცხედრები რუსეთში გადაიტანონ.