იტალიაში ტურნირში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-12 შედეგი აჩვენა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელსაც ტურინის არენა "პალაველა" 28 მარტს უმასპინძლებს.მსოფლიოს ჩემპიონატში 55 სპორტსმენი ჩაება, 20 წლის გედევანიშვილი კი ყინულზე ბოლოსწინა ჯგუფის ბოლო მონაწილედ ანუ 49-ე ნომრად გავიდა.
ელენეს პირველივე ნახტომი გაუცუდდა და ყინულზე დაეცა, რის გამოც მის მაჩვენებელს 1.00 ბალი მოაკლდა. მსაჯებმა ქართველ ათლეტს ტექნიკური ელემენტებისთვის - 30.34, ხოლო პროგრამული კომპონენტებისთვის 25.92 ქულა დაუწერეს, რამაც ჯამურად 55.26 ქულა შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილის პირადი პირადი რეკორდი, რომელიც მაც ვანკუვერის ოლიმპიადაზე აჩვენა, 61.92 ბალი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ელენეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთედ ასპარეზობს, მისი საუკეთესო შედეგი - მე-10 ადგილი კი შარშანდელ პირველობას უკავშირდება. გედევანიშვილი, რომელსაც ამერიკელი მწვრთნელი რობინ ვაგნერი ავარჯიშებს, თავისუფალ პროგრამას ტრადიციულად ჟორჟ ბიზეს "კარმენის" ჰანგებზე შეასრულებს.