17 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი გურამ ოდიშარია ლატვიელ ექსპერტ მარტინს კრივინსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მრჩეველს კულტურის საკითხებში ნინო ჭანიშვილს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების სწორად დაგეგმვის პროცესსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
მარტინს კრივინსი საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის სფეროში სწორი პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელებაში დახმარების მიზნით იმყოფება.