პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ დღეს 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. რიგარეშე სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საგარეო და ეკონომიკის მინსიტრებმა უკვე ისაუბრეს.
კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მოწვეული სტუმრები მიმართავენ.
სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე, ასევე ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ღონისძიება.
მასალის გამოყენების პირობები