,,ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი", _განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება,საშუალებას გვაძლევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჭეშმარიტად მდგრადი და შეუქცევადი გახდეს.
,,ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, თუმცა ასოცირების შეთანხმება, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით, საშუალებას გვაძლევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჭეშმარიტად მდგრადი და შეუქცევადი გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ჩართულობითა და შერიგებით არის შესაძლებელი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. უპირველეს ყოვლისა, გვჯერა, რომ ასოცირების შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას. არაფერი არ არის უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღია, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა", _განაცხადა ფანჯიკიძემ.