დღეს 18 ივლისს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოეწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
გურამ ოდიშარიას განმარტებით, ამ ისტორიული დოკუმენტით საქართველო აფიქსირებს ქვეყნის პოლიტიკურ არჩევანს, და გამოსთქვამს მზადყოფნას შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ ისტორიული დოკუმეტის ხელმოწერით აიღო საკუთარ თავზე.
"1135 გვერდიან ხელშეკრულების ტექსტში სხვადასხვა სფეროებთან ერთად, მოცემულია ის კონკრეტული რეკომენდაციებიც, თუ როგორ უნდა ვითანაშროლოთ სამომავლოდ კულტურის სფეროში.
ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეებს შორის დაიწყება აქტიური თანამშრომლობა: კულტურული გაცვლები, ხელოვნებისა და ხელოვანთა მობილურობა, კულტურის სფეროს
ინსტიტუციური გაძლიერება, თანამშრომლობა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, როგორიცაა იუნესკო და ევროპის საბჭო.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის დაწყებას. კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების ხელმოწერის შემოდგომი ურთიერთობა კიდევ უფრო დაგვეხმარება დროულად და ევროსტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნას ქვეყნისთვის სტრატეგიული დოკუმენტი.
კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა 2013 წლიდან დავიწყეთ. 2013 წლის 28 ივნისს კი, თბილისში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლათფორმის კულტურის პირველ მინისტერიალზე მიღებულ „თბილისის დეკლარაციაში", ხაზგასმით არის მითითებული ჩვენი მზადყოფნა კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.
„თბილისის დეკლარაციაში" გამოქვეყნდა მონაწილე ქვეყნების მხრიდან მზადყოფნა კულტურის სფეროს პოლიტიკის რეფორმისა და მოდერნიზების გაგრძელებისათვის.
მე დარწუნებული ვარ, მალე საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპული სახელმწიფოების დიდ ოჯახში და ეს იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურება და წარატება"- ცხადებს გურამ ოდიშარია.