ღაზას სექტორში ისრაელის არმიის ერთი სამხედრო დაიღუპა. ინფრმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამავე ინციდენტის დროს დაჭრილია ორი სამხედრო.
მომხდარის გარემოებები დგინდება. დაღუპულია სერჟანტი ეიტან ბარაკი გერცლიიდან. მას 20 ივლისს გერცლიის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ცახალმა 18 000 რეზერვისტის მობილიზაცია მოახდინა.
მასალის გამოყენების პირობები