„ომი უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გასცდა",_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტერორისტების მიერ „მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო უკრაინელი ხალხის მიმართვისას.
„ომი უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გასცდა. ამ ომის შედეგები უკვე მთელს მსოფლიოს შეეხო. ტრაგედია რომელიც დონბასის თავზე მოხდა ღრმად შეგძრავს იმის მიუხედავად თუ რა ხდება დღეს ამ ტერიტორიაზე.
ტერორისტებმა ერთი გასროლით თითქმის 300 ადამიანი მოკლედ. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები",_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და გარდაცვლილტა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„უკრაინა თქვენთან ერთად გლოვობს',- განაცხადა პოროშენკომ.
„მინდა გაუწყოთ, რომ ბოევიკების ერთ ერთი ლიდერი ტავის რუს კურატორთან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკთან ვასილი გერანინთან იკვეხნიდა ლაინერის ჩამოგდების გამო. იკვეხნიდნენ სხვა ტერორისტი-დივერსანტები.
ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მესამე ტრაგიკული შემთხვევაა. მანამდე რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინული „ან 26" და „სუ 25" ჩამოაგდეს.
დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა აგრესორის სახე, მშვიდობიანი თვითმფრინავის განადგურება ხომ საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, რომელიც მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.