საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამუზეუმო საქმის ქართველ ექსპერტთა ხელმძღვანელობით, 2014 წლის 14-17 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგები საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგებში მონაწილეობდა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმის 47 წარმომადგენელი, რომლებმაც მიიღეს თანამედროვე სტანდარტის მეთოდოლოგიური რეკომენდაციები სამუზეუმო მენეჯმენტის საკვანძო საკითხებზე, მუზეუმის განვითარების კონცეფციის შემუშავების, სამუზეუმო ექსპოზიციების მენეჯმენტის, სამუზეუმო კოლექციების მენეჯმენტის, დოკუმენტირებისა და მოვლის საკითხებზე, მუზეუმის აუდიტორიის კვლევის, მუზეუმში დამატებითი სახსრების მოზიდვის (ფანდრაიზინგი), სამუზეუმო მარკეტინგისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.