ხარკოვში ინკასატორების მანქანაზე თავდასხმა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციითმ მოლარე ადგილზე დაიღუპა. ორი თანამშრომელი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი ადამიანი იყო, რომელიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ისროდა.
თავდამსხმელი ინციდენტის შემდეგ მიიმალა. ქალაქში მისი ძებნა მიმდინარეობს.