ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის III ფაზის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.
ნავთობისა და გაზის კონპორაციის ინფორმაციით, სამუშაოები ხუთ უბანზე მიმდინარეობს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაცია, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, "საქართველოს ათასწლეულის ფონდის" თანადაფინანსებით ხორციელდება. ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 44,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გაზსადენი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და 1980 წლიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221კმ). გაზსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის პროექტის III ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.