ამერიკის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავი, უკრაინის ტერიტორიაზე "მიწა-ჰაერის" კლასის საზენიტო სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდეს.
CNN-მა პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ტექნიკურმა საშუალებებმა დააფიქსირეს თვითმფრინავის მიმართულებით რაკეტის გაშვების ფაქტი და მისი შემდგომი ჩამოვარდნა.
"რადიოლოკაციურმა სისტემამ დააფიქსირა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის "მიწა-ჰაერის" აქტივაცია", - ციტირებს CNN პენტაგონის მაღაჩინოსანს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ დაფიქრსირებულია რაკეტის მიერ ავიალაინერის ჩამოგდების ფაქტი.
ამერიკელი სპეციალისტები ამჟამად ახდენენ რაკეტის ტრაექტორიის განსაზღვრას რათა დადგინდეს კონკრეტული ადგილი, თუ საინდან იქნა გაშვებული რაკეტა.
ამერიკის დაზვერვის მონაცენებით თვითმფრინავის მიმართულებით გაუშვეს ერთი რაკეტა. ამ დროისთვის არ ზუსტდება კონკრეტული ადგილი, საიდანაც რაკეტა გაუშვეს. რადგან ინცინდენტი რუსეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა, სპეციალისტები მუშაობენ იმის დადგენაზე თუ სად იყო განლაგებული რაკეტა.