„თუ გაირკვევა, რომ ეს თვითმფრინავი მოსკოვს დაქვემდებარებულმა ბოევიკებმა ან თავად რუსეთმა ჩამოაგდო მათთვის პასუხისგების ჯოჯოხეთი უნდა დადგეს",_ აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი.
თავად მაკკეინის აზრით, თვითმფრინავი ტერორისტების ან თავად რუსეთის ჩამოგდებულია.
„მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის სეპარატისტების ან თავად რუსეთის მოქმედების შედეგია, რომლებსაც ის უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი ეგონათ, მგონია, რომ მათთვის პასუხისგების ჯოჯოხეთი უნდა დადგეს",_ აცხადებს სენატორი.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიომ დაინახა, თუ „როგორია შესაძლებლობა რუსეთისა ან პრორუსი სეპარატისტებისა".
ამას გარდა, ჯონ მაკკეინი უკრაინისათვის დაუყოვნებლივი სამხდერო მხარდაჭერის ინიციატივით გამოდის.
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინისათვის იარაღის მიწოდება, მათ შორის იარაღის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების. ეს არის ის რასაც უკრაინის ხელისუფლება სულ ითხოვდა. სირცხვილია, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კვლავინდებურად უარს აცხადებს დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობებში",_ აცხადებს მაკკეინი.