"საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ისევე როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, ევროპული პერსპექტივა აქვს. ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი არ არის. ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ ევროკავშირის წევრები, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის პრინციპებს, ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას" - ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ 17 ივლისს მიიღო. ამასთან, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის მე-2 პუნქტშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებებში ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს".
მასალის გამოყენების პირობები