საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777, რეისით ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ჩამოვარდნის გამო და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, როემლსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:,,უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, უვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდევ სავალალო შედეგებს.საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად სამძიმრებს ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", _ნათქვამია განცხადებაში.