უკრაინამ მიიღო უტყუარი მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების შესახებ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
პრეზიდენტმა უკრაინის უშიშროების საბჭოს წინაშე დასვა ამოცანა მაქსიმალურად უზრუნველყონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების ეფექტურობა.
უშიშროების სხდომაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები უკრაინის წინნააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის შესახებ.
„არის ვიდეომტკიცებულებები და უტყუარი გათვლები, თანამგზავრული ფოტომასალა და სხვა მტკიცებულებითი ბაზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან არაეთხელ იქნება გამოყენებული გრადის ტიპის სისტემა უკრაინის თვითმფრინავების წინააღმდეგ.
„ამას კონფლიქტი სხვა სიბრტყეში გადაჰყავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პოროშენკომ მადლობა გადაუხადა უკრაინის სამხედრო შენაერთებს სიმამაცითვის.მისივე თქმით, უკრაინა ჯარები დისლოკაციის ადგილის შეცვლის. შესაბამისი დავალება გენერალურმა შტაბმა უკვე მიიღო.
"ჩვენ ვცვლით ტაქტიკას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ხარისხიანად ვიმოქმედოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, განიხილება ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხი.