უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტა და არც ერთ კონტრაქტს არ ასრულებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სიტუაციის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხებში ირინა გერაშენკომ გააკეთა.
„დღეისათვის რუსეთის ფედერაციასთან არც ერთი სამხედრო კონტრაქტი არ სრულდება",_ განაცხადა მან.
მისივე თქმით, მთლიანობაში რუსეთთნა ეკონომიკური თანამშრომლობა გრძელდება, იმიტომ რომ „იქ მუშაობს ჩვენი ხალხი და ჩვენი ექსპორტი ორიენტირებულია რუსეთზე".
ამავე დროს ხელისუფლება ახლა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაიმული საქონლისათვს ახალი ბაზარი მონახონ.
ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.
„ანუ ახლა ევროკავშირის ბაზრები ღიაა უკრაინული საქონლისათვის, მაშინ როდესაც ნოემბრამდე უკრაინული ბაზარი ევროპულისათვის ღია არ არის",_ განაცხადა გერაშენკომ.