ბოევიკები მარინოვკის რაიონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას ცხრილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკო ავრცელებს.
ამას გარდა, მისივე ოპერატიული მონაცემებით, ლუგანსკის ოლქში ანტიტერორისტული ძალების წარმოამადგენლებმა ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აიყვანეს.
"ტერორიტები მარინოვკის რაიონიდან (დონეცკის ოლქი) დასახლებული პუნქტის კუიბიშევოს (რუსეთის ფედერაცია) მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. ჩვენი ინფორმაციით, კუიბიშევოსთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილებია დაბანაკებული",_ წერს ტიმჩუკი.