ევროპის საინვესტიციო ბანკი პირობას დებს, რომ დაუყოვნებლივ შეუდგება ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახლახანს მიღებული სანქციების ამოქმედებას, რომელთა გამოც რუსეთი მილიარდობით დოლარის კრედიტს დაკარგავს.განცხადება ამის შესახებ „როიტერთან" საუბარში ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ხოიერმა გააკეთა.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი, მისი პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყებს რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს სამიტზე მიღებული სანქციების ამოქმედებას. მხოლოდ ამ წელს ეს 600 მილიონი ევროს პროექტს შეეხება. ამას გარდა, მომდევნო წლებში იყო დაგეგმილი კრედიტები 700 მილიონიდან ერთ მილიარდ ევრომდე წელიწადში, რომელთა ინვესტირება ამიერიდან რუსეთში არ მოხდება",_ წერს სააგენტო.