რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული ვერტმფრენების მიერ უკრაინული „სუ-25"-ის ფაქტს უარყოფს და უკრაინის ხელისუფლების ყველა ბრალდებას, მათ შორის რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების „გრადის" რეაქციული სისტემებიდან დაცხრილვას აბსურდს უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ეს აბსურდია ისევე როგორც ყველა ბრალდება, რომელსაც კიევის ხელისუფლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უყენებს",_ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში მაღალჩინოსანმა წყარომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე თითქმის ყოველდღე აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათ „უტყუარი ფაქტები" აქვთ და ყოველ ჯერზე ეს ე.წ. ფაქტები სადღაც ქრება.
მისივე თქმით, თავის უუნარობას უკრაინული მხარე ყოველ ჯერზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიაწერს.
„მომავალში ალბათ მოსავლის არ მოსვლაც რუსეთის სპეცსამსახურების ბრალი იქნება",_ აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ კიევში უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. შეხვედრაზე რუსეთის სამხედრო აგრესია, სისტემა „გრადისა" და ავიაციის გამოყენება განიხილება. არ არის გამორიცხული სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება. საგანგებო თათბირში უკრაინის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობს. თემა: უკრაინაზე რუსეთის არმიის ღია თავდასხმაა.