კიევში უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. სხდომაზე რუსეთის სამხედრო აგრესია, სისტემა „გრადისა" და ავიაციის გამოყენება განიხილება. არ არის გამორიცხული სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება.
საბჭოს სხდომაში უკრაინის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა მონაწილეობს.
დღის წესრიგი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არმიის ღია აგრესია.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სხდომაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება იხილებოდეს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, რაიმე სახის წინასწარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო მხოლოდ საგანგებო სხდომის დაწყების ფაქტს ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარმა, რუსეთის ტერიტორიიდან რეაქტიული „გრადის" ტიპის დანადგარებიდან უკრაინის არმიის პოზიციები დაცხრილეს. ცეცხლის გახსნი შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოკლულია 100 უკრაინელი სამხედრო. ამას გარდა, ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა უკრაინული „სუ-25" ჩამოაგდო.