რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენმა უკრაინული „სუ 25"-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანებს ასრულებდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„16 ივლისს დაახლოებოით 19:00 საათზე რუსული მხრიდან მორიგი პროვოკაცია განხორციელდა. რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი „სუ 25" ჩამოაგდო. უკრაინული ვერტმფრენი უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანებს ასრულებდა.
ჩვენი ვერტმფრენი ჩამოგდეს, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და ის უსაფრთხო ადგილზეა ევაკუირებული", _ განაცხადა ლისენკომ და აღნიშნა რომ პილოტი დაჭრილი არ არის.