რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აშშ-ს მიერ დღეს რუსეთისათვის უკრაინის გამო დაწესებულ ახალ საქნციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები უკრაინას ვერ უშველის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ყველა ეს სანქცია, სამწუხაროდ უკრაინას ვერაფრით დაეხმარება",_ განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ დღეს აშშ-მ რუსეთის ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.