უკრაინელმა ტყვემ, მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ რუსეთში უკრაინის კონსულთან გნადი ბრესკალენკოსთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ ის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით, თავზეტომარაჩამოცმული გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„კონსულმა ნადეჟდა სავჩენკოს პრეზიდენტის მხარდაჭერის სიტყვები გადასცა. სავჩენკომ დაადასტურა, რომ ის უკრაინის ტერიტორიდან, მისი თანხმობს გარეშ, უკანონოდ , თავზეტომარაჩამოცმული და ბორკილებდადებული გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, გამტაცებლებმა რამდენიმე ავტომოილი გამოიცვალეს.
სხვა სახელმწიფოში უკანონოდ გადაყვანის გამო ტყვემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ მასთან კონსულის შეშვების შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნადეჟდა სავჩენკო ასევე აცხადებს, რომ ის ჯერ ლუგანსკში წაიყვანეს, შემდეგ ქალაქ კრასნი ლუჩში შემდეგ კი ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბოგუჩარში.
მანვე უარყო რუსი გამომძიებლების მტკიცება იმის შესახებ, რომ მან უკრაინის ტერიტორია ლტოლვილის სტატუსით დატოვა. სავჩენკო აღნიშნავს, რომ მას იზოლატორში არავითარი დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერია და რომ მისი პირობები ნორმალურია.
სავჩენკ ასევე აცხადებს, რომ მის დაკითხვბზე წამებას ადგილი არ აქვს.