რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს ბუმერანგის ეფექტი აქვს და რუსულ -ამერიკულ ურთიერთობებს ჩიხში აქცევს.
„ეს აზიანებს ამერიკული სახელმწფოსა და ამერიკელი ხალხის ნაციონალურ ხანგრძლივვადიან და სტრატეგიულ ურთიერთობებს',_ აცხადებს ბრაზიალიაში ვიზიტად მყოფი ვლადიმერ პუტინი.
მისივე თქმით, ჯერ აუცლებელია გარკვევა თუ კონკრეტულად რა სანქციებზე მიდის საუბარი და ყველაფერი ეს მშვიდად და წყნარად გაკეთდეს, ყოველგვარი ალიაქოთის გარეშე.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ბოლო დროს „საკმაოდ აგრესიულ" და „არაპროფესიონალურ" პოლიტიკას ატარებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „ძალიან არის დაინტერესებული უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შეჩერებაში",_ აცხადებს პუტინი.
მასალის გამოყენების პირობები