ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას ეთანხმება. უცხოური მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს იმას რომ საქართველო ამ თანამშრომლობით სარგებლობა ნატოს წევრობის გარეშე შეეძლება.
"პროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაზარდოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერაქცია საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის შეიარაღებულ ძალებთან; ასევე გააძლიეროს აშშ-სა და ნატო-ს დახმარება ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია კანონპროექტში.