ხვალ, 18 ივლისს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. ევროკომისარი პარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრება. დაგეგმილია პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლა.
ვიზიტის ფარგლებში შტეფან ფულე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და იუსტიციის მინისტრს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხს.
ამასთანვე, დაგეგმილია შტეფან ფულეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამოქალქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.