17 ივლისს, 21:00 საათზე - ,,ვარდების ბაღში" გაიხსნება ღია კინოთეატრი ,,გრინემა", რომელიც ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე, ყოველ საღამოს უცხოური და ქართული კინემატოგრაფიის თავლსაჩინო ნამუშევრებს წარმოადენს.
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებით და ეროვნული კინოცენტრისა და კინოფესტივალი ,,პრომეთეს" მხარდაჭერით, კინოთეატრის გახსნას მიეძღვნება ექვსი განსაკუთრებული დღე და ნაჩვენები იქნება:
· გახსნა - მიშა კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა
· ,,გრძელი ნათელი დღეები" - რეჟ: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი. ფილმს წარადგენს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე
· ,,ჩემი საბნის ნაკეცი" - რეჟ: ზაზა რუსაძე. შეხვედრა რეჟისორთან და მსახიობებთან.
· კუენტინ ტარანტინოს ერთ-ერთი ფილმი მაყურებლის შერჩევით
· ,,მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს" - სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული დოკუმენტური ფილმი - რეჟ: თინათინ გურჩიანი
· ,,სრული სვლით დასავლეთისკენ" - გერმანელი რეჟისორი შტეპან ტოლცი
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. შედგება საინტერესო შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და მსახიობებთან, ჩვენების შემდეგ კი დისკუსიები გაიმართება.
გახსნაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ მიშა კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა
,,ახალგაზრდა სიყვარული" 1961
,,კარუსელი" 1962
,,ქორწილი" 1964
,,ქოლგა" 1967
,,მუსიკოსები" 1969
,, გზაში" 2003
ფილმების ჩვენების შემდეგ წარმოგიდგენთ პრემიერას დუკუმენტურ ფილმისა ,,მიშა კობახიძის ავტოპორტრეტი"