ხვალ, 17 ივლისს, 11 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" "ვისოლი" "ეკოსთან" საქართველოში საწვავის მოწოდებასა და „ეკოს" სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიურგამოყენებაზე ლიცენზირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს "ეკოს" კომერციული დირექტორი ვასილის პანაგოპოულოსიდაესწრება.
დღესდღეობით "ვისოლის" მთელს ქსელში "ეკოს" ხუთი პროდუქტის რეალიზაცია ხდება. "ეკო სუპერის", "ეკო პრემიუმისა" და „ეკო დიზელის" საქართველოს ბაზარზე დაბრუნება "ვისოლმა" გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის თებერვალში შეძლო და მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით 2014 წლის აპრილიდან უკვე "ეკო რეგულარისა" და "ეკო სუპერ 100-ის" იმპორტიც დაიწყო. "ეკო სუპერ 100" საავტომობილო სპორტით დაკავებული, პროფესიონალი მრბოლელებისთვის განკუთვნილი 100 ოქტანის საწვავია, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ "ვისოლის" ბაქტერიოფაგის მახლობლად მდებარე ავტოგასამართ სადგურზე იყიდება თბილისში და აბუსერიძის ქ. #24-ში ბათუმში.
"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს. „ვისოლ ჯგუფში" ასევე შედიან შემდეგი კომპანიები: სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი", ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის", ავტომომსახურების ცენტრი „ვიანორი" და სარეკლამო კომპანია „ალმადა უძრავი ქონების კომპანია „ველაჯიო". „ვისოლ ჯგუფი" ქმნის „ხარისხს, რომელსაც ენდობიან"