უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალერი ჩალიი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამ ვარიანტს არ გამორიცხავს. ინფორმავიას ამის შესახებ უკრაიმული მედია ავრცელებს.
კიევში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მისი აზრით, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოლაპარაკებათა პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს. მისი თქმით, ეს ეხება მძევლების გათავისუფლებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ეს მოვალენების განვითარების ერთ ერთი ვარიანტია.
„ერთადერთი, როდესაც ვაანალიზებთ ყველაფერს უნდა გვესმოდეს, ეს ნაბიჯი რომ გადავგდათ რას მივიღებთ: ეს იქნება სიმბოლური ჟესტი თუ რაღაც შედეგი ექნება ამას ყველაფერს",_ აცხადებს ჩალიი და აღნიშნავს, რომ ახლა სხვა და სხვა ვარიანტების ანალიზი მიმდინარეობს.
„ყველაფერი უნდა იყოს ეფექტური და შედეგის მომტანი",_ განაცხადა მან და აღნიშნა: „მე პირადად როგორც დიპლომატი ვეცდები ვურჩიო პრეზიდენტს, რომ თავი აარიდოს ფართომასშტაბიან კონფლიქტს. რეაგირების სხვა და სხვა ვარიანტები არსებობს. მაგალითად, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში ჩვენ უფრო გაგვიძნელდებოდა ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხის წარმართვა. საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ არ ვამბობთ უარს ნორმანდიიდ ფორმატზე (მოლაპარაკებათა ფორმატი უკრაინის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით)",_ განაცხადა ჩალიიმ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახლა სიტუაციის განვითარების ორი გზა არსებობს ან ესკალაცია და მისი დონეცკისა და ლუგანსკის ფარგლებს გარეთ გასვლა ან შეჩერება და გადაწყვეტილების ძებნა.