ასობით ადამიანი მივიდა პოლიტკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვალერია ნოვოდვორსკაიას სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც მოსკოვში 12 ივლისს გარდაიცვალა. სახაროვიც ცენტრში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა ადამიანების გრძელი რიგი იდგა.
ვალერია ნოვოდვორსკაია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვალერია ნოვოდვორსკაიასთან გამოსათხოვებლად მოვიდნენ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი მიხაილ ფიოდოროვი, მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, მოძრაობა „ადამიანის უფლებებისათვის' ლევ პონომარიოვი და სხვები.