დღეს, 27 მარტს, გუდაურში სამთო სათხილამურო შეჯიბრება, "სუხია 2010" ჩატარდება. აღნიშნული შეჯიბრება მეთვრამეტედ ტარდება და მასში 180 მოთხილამურე ღებულობს მონაწილეობას.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
ამასთან დაკვშირებით შეჯიბრების ორგანიზატორებმა 24 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.