სირიის პრეზიდენტმა ბასარ ასადმა საპრეზიდენტო ფიცი მესამედ, კიდევ შვიდი წლის ვადით დადო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. 3 ივნისს სირიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელთა ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოება და ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს ასადი, მესამე ვადით, ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ასადმა ამომრჩეველთა 73 % იანი აქტიურობის ფორმზე ხმათა 89 % მიიღო. ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
რაიონებში, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები „გათავისუფლებულს" უწოდებენ არჩევნები არ ჩატარებულა, ვინაიდან ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს ამ რაიონებთან წვდომა არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები